სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის პრეზიდენტს ხვდება
სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის პრეზიდენტს ხვდება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. მანამდე კი, ორბელიანების სასახლეში სტუმრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მხარეები აუდიენციას გაფართოებულ ფორმატშიც გამართავენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ბრიფინგი.
ისლანდიის პრეზიდენტი საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, ასევე გაიმართება საქართველო-ისლანდია ბიზნესშეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში.
ვიზიტის ფარგლებში ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საოკუპაციო ხაზს ეწვევა.