თეგებით ძიება

რა გინდა პარტიის თავმჯდომარე კაცს კიტრის, პომიდვრის და მწნილის ფასებზე რომ დარბიხარ?! - ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილს

რა ქენი გუდუნა ეს?! რას დაგამსგავსეს ბიჭო?! საკრებულოში გამოგწვრთენით, მერე პარლამენტში გადმოხვედი. შემდეგ, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდი და რა გიქნა „სტრატეგია აღმაშენებელმა“?! რა გინდა პარტიის თავმჯდომარე კაცს ბაზარზე კიტრის, პომიდვრის და მწნილის ფასებზე რომ დარბიხარ?! - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთი ადამიანიც კი არ დარჩა ისეთი, ვისაც ეკონომიკურ საკითხებზე აზრი მოეკითხება.

„ბატონ რომან გოცირიძეს მივმართავ, თქვენი ბრალიც არის რომ მიატოვეთ პარტია და ერთი ჭკუათმყოფელი აღარ ჰყავთ, რომ ეკონომიკური ლექცია ჩაუტაროს. 2012 წლის ფასებს ადარებს 2020-2024 წლის ფასებს და ჰგონია, რომ ამას ხალხი მიიღებს? კოვიდის და ომის შემდეგ, მთელ ევროპას 25%-იანი ინფლაცია ჰქონდა, თურქეთს - 77%-იანი. ამხელა პარტიაში ვინმე არ დაგრჩათ ერთი ადამიანი, ვისაც მოეკითხება აზრი ეკონომიკის თემაზე? ერთი ქვეყანა დაასახელეთ, რომელიც 2012 წლის მონაცემებით კი არა, 1-2 წლის წინ რომ იყო და იგივე ფასებზეა ახლა. როგორც აქამდე მოვიყვანეთ ეს ქვეყანა ჩვენ მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებით, ევროინტეგრაციაში დაწინაურებით - ასე წავალთ წინ. უბრალოდ შენ არ მინდა გაგაბრიყვოს იმან გვერდზე რომ გიზის (გიორგი ვაშაძე) ასეთმა კაცმა წაგართვა თანამდებობა და პარტიაც აგახია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა