ირაკლი კობახიძის დედამ „ტვ პირველს“ დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის დედის, თამარ ზაალიშვილის და „ტელეკომპანია პირველის“ საქმეზე.
საქალაქო სასამართლომ არხს არასწორი ინფორმაციის გავრცელება დაუდგინა და 5 555 ლარის, ხოლო ნოდარ მელაძესა და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს 5-5 ლარის გადახდა და სიუჟეტში ცნობების უარყოფა დააკისრა.
„დღევანდელი გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ უკანონოდ შეზღუდა მედიის გამოხატვის თავისუფლება და მაუწყებლის ვალდებულება, რომ საზოგადოებას მიაწოდოს საგამოძიებო ჟურნალისტური პროდუქტი იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული საკითხებთან დაკავშირებით, სადაც შეიძლება იკვეთებოდეს სავარაუდო უკანონობა. რამდენიმე შეცდომას ჰქონდა ადგილი, მათ შორის არის სარჩელის დაგვიანებით შეტანა, ხანდაზმულობის ინსტიტუტის უგულებელყოფა როგორც მოსარჩელეს მხრიდან, ასევე სასამართლოს მხრიდან და როგორც ჩანს, აბსურდული მსჯელობა იამსტან დაკავშირებით, რომ ტვ პირველს უნდა ემტკიცებინა, მოსარჩელე თამარ ზაალიშვილმა როდის ნახა სიუჟეტი, ეს გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც, რაც არის სრულად ალოგიკური“, – ამბობს არხის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.
არხი სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებს.