რა მომსახურებები გაძვირდა ყველაზე მეტად
საქსტატის მონაცემებით, წელს თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04%, წლიური ინფლაციის დონემ კი 0.3% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6%-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.
ამავე მონაცემების მიხედვით, წელს თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირებულ მომსახურებებს შორისაა
უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ტოპ-10 მომსახურებას, რომელიც 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა:
ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 56,6%
ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 36,9%
საბანკო მომსახურების ღირებულება - 26,6%
სანტექნიკოსის მომსახურება - 20,9%
ავტომობილის შეკეთება - 15,4%
მამაკაცის ტანსაცმლის გადაკეთება - 15%
ძიძის მომსახურების ღირებულება - 11,5%
სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 8,2%
მობილური ტელეფონის შეკეთება - 7%
თერაპევტის კონსულტაცია - 5,8%