თეგებით ძიება

„მშვიდობით, ჩემო საუკეთესოთა შორის საუკეთესო და ჩემო უდიდესო სიყვარულო, სიზმრებში მაინც მოდი...“ - რას წერენ სასტიკად მოკლულ 21 წლის გოგოზე?

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობიდან 1 კვირა გავიდა.  შვილის ცხედარი, მამამ 28 თებერვალს, დილით სახლთან ახლოს, ორმოში ნახა.

საქმის პროკურორის თქმით, მსგავსი სისასტიკით ჩადენილი დანაშაული პრაქტიკაში არ ახსოვს. ახალგაზრდას ახლობლები გლოვობენ.

„ქეთი, შენს ვიდეოებს ვკოცნო? რატომ არაფერი მაშველინე? ჩემო სიყვარულო, ჩემო სიტკბოვ, ჩემო ჭკვიანო და მიამიტო? ვინღა მითხრას, თამრო რა საყვარელი ხარ? რატო მასწავლე ამხელა სიყვარული და უთქმელად წახვედი.... ვის ჩავეხუტო, ვის აქვს შენი სუნი და შენი სული?

მაინც ვერ გემდური, ჩემო ნუკრო და შავთვალება, მადლობა, ამ დიდი სიყვარულისთვის, წადი უფალთან, ინეტარე, შენ ამას იმსახურებ. შენი დედიკო და ოჯახი როგორმე გააძლიერე, გვაჩვენე, რომ სიყვარულის კავშირი მართლა არ წყდება და სიკვდილი უძლურია სიყვარულთან... მშვიდობით, ჩემო საუკეთესოთა შორის საუკეთესო და ჩემო უდიდესო სიყვარულო, სიზმრებში მაინც მოდი.... დეიდა...“ - წერს ახლობელი.

მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ოთარ ცინდელიანი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, გვიან ღამით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის მიმალვას სვანეთში ცდილობდა.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალი 29 თებერვალს წარუდგინა. მას გამოძიება გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ბრალდებულმა 21 წლის გოგოს 59 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თუმცა, რამდენიმე საათში, თავად გამოცხადდა პოლიციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა