„ესეც გაივლის”… მთავარია სინდისის წინაშე იყო მართალი“ - მამა პეტრე
მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
„ყველა დუმს, ყველა ელოდება, პირველი ვინ დაიწყებს საუბარს, ყველა სხვისგან ითხოვს შველას. უმეტესობა ფარდის მიღმა იმალება და აკვირდება, რა იქნება შედეგი, განაჩენი…
ასე იყო სულ, ასე იქნება მომავალშიც… დაშინებული, გაუბედურებული ხალხი, ვინც საკუთარ ცხოვრებას ვერ ცვლის, როგორ შეცვლის გარემოს, მენტალობას… ეს რჩეულთა ხვედრია…
მონობა არ არის განაჩენი, ის არჩევანია.. ფულის, სკამის, თანამდებობის მონა, ცხადია, ხმას არ ამოიღებს. პირიქით, მის სიმხდალეს მშვიდობის სამოსით შეფუთავს… სინამდვილეში, თავად არის ყველა უსამართლობის ორგანიზატორი და რას გააპროტესტებს, რატომ მაქვს პატივი და დიდებაო?! ეს არ მოხდება…
ყველაფერი რომ წარმავალია, ამას ბიბლიაც და სოლომონის ბეჭედზე ამოტვიფრული წარწერაც ადასტურებს… ,,ესეც გაივლის”…
მთავარია სინდისის წინაშე იყო მართალი, უსამართლობას დაემონები თუ ქრისტეს მოძღვრებას… სულგაყიდულ ადამიანებს დაემორჩილები თუ იესოს სწავლებას…
უამრავ ახალგზარდასთან მქონდა ეს დღეები შეხვედრა, ისინი აუცილებლად შეცვლიან ამ გაუსაძლის ყოფას და დაამსხვრევენ კერპებს… ამის დრო კარს არის მომდგარი…
საღათას ძილს მიცემული ხალხი კი, სულ იყო და მათი როლიც ეს არის, არც უნდა გამოიღვიძონ… ალბათ ამას ქვია ,,ძილში გაიპარა”!…“