მელია აწი გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ... ამბიციური მოღალატეა-მეთქი, ამას ინფორმაციის გარეშე როგორ ვეტყოდი - თაკო ჩარკვიანი
მელია აწი გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ, როგორც გიორგი კუჭატნელი. ხელი რომ დავადე, ამბიციური მოღალატეა-მეთქი, ამას ინფორმაციის გარეშე როგორ ვეტყოდი, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„არა რა, რომ დავადე ხელი, ვალდებულებები აქვს და ამბიციური მოღალატეა-მეთქი (ჯერ კიდევ როდის ვთქვი), ისე კი არ ვთქვი, ან ასეთ უკიდურეს სიტყვას-ბრალდებას ინფორმაციის არსებობის გარეშე როგორ ვეტყოდი? (ეგ ჩემი სტილი არ არის, ეგ ბედუკაძის პარტნიორების – „ჩიტებიანების“ სტილია. ჰოდა, ახლა იფრინე, ნიკანორ, „ჩიტებიან“ ინფორმატორებთან ერთად). ახლა უკვე სულერთია, ეს მელია, კუთხურად და ჟარგონულად რომ ვთქვა: „აწი“, გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ, როგორც გიორგი კუჭატნელი – მიწაზე გაშხლართული ფალავანი. ეგ არის და ეგ … კითხვაც კი აღარ არსებობს“, – წერს თაკო ჩარკვიანი.