თეგებით ძიება
05. 03. 2024 მსოფლიო

პოლიციამ მიაგნო Formula 1-ის პილოტის ფერარის, რომელიც 1995 წელს მოიპარეს

გაერთიანებული სამეფოს პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ იტალიაში მიაგნეს ფორმულა 1-ის ავსტრიელი პილოტის, გერჰარდ ბერგერის ფერარის, რომელიც თითქმის სამი ათწლეული წლის წინ მოიპარეს.

ბერგერის წითელი F512M ფერარი ერთ-ერთია იმ ორი სპორტული ავტომობილიდან, რომლებიც 1995 წლის აპრილში სან მარინოს გრან პრის მიმდინარეობისას F1-ის პილოტებს მოპარეს.

ვერცერთი მანქანის კვალს ვერ მიაგნეს მანამ, სანამ მიმდინარე წლის იანვარში ლონდონის პოლიციას მწარმოებელმა არ შეატყობინა, რომ მანქანა, რომელსაც ბრიტანელი ბროკერი ამერიკელ მყიდველზე ჰყიდდა, შესაძლოა მოპარული ყოფილიყო.

პოლიციის ავტომობილებთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ დაადგინა, რომ გასაყიდად გამზადებული მანქანა ბრიტანეთში იაპონიიდან 2023 წელს ჩაიტანეს. ავტომობილი კონფისკაციას დაექვემდებარა. ის 350 000 გირვანქა სტერლინგად ($444 000) არის შეფასებული. ფაქტთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

ფერარიმ F512M მოდელის 501 ერთეული 1994-1996 წლებში აწარმოა. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე საათში 315 კილომეტრია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა