თეგებით ძიება

"LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, დამანგრეველი მომავალია თაობებისთვის" - მამუკა მდინარაძე

"LGBT პრო­პა­გან­და არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი, იმი­ტომ, რომ ეს არის და­მან­გრე­ვე­ლი ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის და თუ ამა­ში მკა­ფიო მიჯ­ნა არ გა­ვავ­ლეთ, ეს იქ­ნე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლი ჩვენ­ნა­ი­რი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

"ჩვენ გა­მო­ვი­გო­ნეთ მა­გა­ლი­თად რო­მის პა­პის ძა­ლი­ან ხის­ტი, მკა­ფიო გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც წინა დღე­ებ­ში გავ­რცელ­და? ჩვენ გა­მო­ვი­გო­ნეთ ის, რომ [აშშ-ის] ოფი­ცი­ა­ლურ სტრუქ­ტუ­რებ­ში შე­აღ­წია მო­თხოვ­ნამ, რომ დედა და მამა აღარ იყოს მი­სა­ღე­ბი და გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ტერ­მი­ნე­ბი? ინ­ტერ­ნეტ­ში რომ შებ­რძან­დე­ბით და გავ­სე­ბუ­ლია სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლე­ბით, ამას ჩვენ ვი­გო­ნებთ? მათ უნ­დათ თქვან, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ აი­ძუ­ლებს სხვა­დას­ხვა მის მე­გო­ბარ ქვეყ­ნებ­ში, რომ LGBT პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, აკ­რძალ­ვე­ბი, ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბე­ბი და­ა­კა­ნო­ნონ იმი­ტომ, რომ მერე ჩვენ აქ კა­ნო­ნი მი­ვი­ღოთ? ამ სი­გი­ჟეს ამ­ბო­ბენ, არა­და, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვაა ეს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, LGBT პრო­პა­გან­დის მას­შტა­ბი ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან დი­დია.

"ანი­მა­ცი­ურ ფილ­მებ­ში ჩა­ვი­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, მარ­თლა სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა. ჩვენ უნდა შევ­ძლოთ, რომ გა­მოვ­ნა­ხოთ ძალა ერთი მხრივ, უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კონ­ტექ­სტში არა­თუ რა­ი­მე რის­კი გა­ვა­ჩი­ნოთ, რისი რის­კე­ბიც არ­სე­ბობს - რის­კია, რომ რა­დი­კა­ლურ­მა ძა­ლებ­მა ეს სწო­რი მე­სი­ჯი ცუ­დად გა­მო­ი­ყე­ნონ, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ხა­რის­ხი უნდა გავ­ზარ­დოთ, არც ერთ ადა­მი­ანს, ნე­ბის­მი­ე­რი არატ­რა­დი­ცი­უ­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბის თუ ცხოვ­რე­ბის წე­სის მი­უ­ხე­და­ვად, არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ უნდა და­ე­მუქ­როს, აქ უნდა ვი­ყოთ ძა­ლი­ან მყა­რად და მე­ო­რე - LGBT პრო­პა­გან­და არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი, იმი­ტომ, რომ ეს არის და­მან­გრე­ვე­ლი ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის და თუ ამა­ში ჩვენ მკა­ფიო მიჯ­ნა არ გა­ვავ­ლეთ, ეს იქ­ნე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლი ჩვენ­ნა­ი­რი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით. ამას თუ ვი­ღა­ცა შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, ეს მისი საქ­მეა და არა მხო­ლოდ იმ კონ­ტექ­სტში, რომ ეს მო­მავ­ლის­თვის ცუ­დია, არა­მედ ჩვენ უნდა შევ­ძლოთ და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ ცუდს და კარ­გზე ვთქვათ კარ­გი, გან­ვას­ხვა­ოთ ერ­თმა­ნე­თის­გან უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და პრო­პა­გან­და“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა