თეგებით ძიება

ვინ არის ჩერქეზი ახალგაზრდა, რომლის ქართულად ნამღერს ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

ორი დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ადი­ღე­ე­ლი მომ­ღერ­ლის, ას­ტე­მირ აპა­ნა­სო­ვის ვი­დეო, რო­მელ­შიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რის კომ­პო­ზი­ტორ ეთერ ჭე­ლი­ძის ცნო­ბილ ქარ­თულ ჰიტს "მაღ­ლა მაღ­ლა რომ დაფ­რი­ნავ...“

ვი­დე­ოს აღ­წე­რა­ში ვკი­თხუ­ლობთ, - ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თის, ყარ­ა­ჩაი-ჩერ­ქე­ზე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბულ­მა არ­ტის­ტმა, ადი­ღე­ელ­მა ას­ტე­მირ აპა­ნა­სოვ­მა ამ­ჯე­რად მსმე­ნე­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის ცოდ­ნით გა­ა­ო­ცაო.

უცხო­ე­ლე­ბის არ ვი­ცით და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის კი ნამ­დვი­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ადი­ღე­ე­ლი ბი­ჭის მიერ უაქ­ცენ­ტო ქარ­თუ­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა. რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რა­ლი, ეთერ ბე­რი­აშ­ვი­ლი, ას­ტე­მირს კო­მენ­ტა­რებ­ში უწერს:

"რა ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი უნდა იყო, რომ უნაკ­ლოდ იმ­ღე­რო ქარ­თუ­ლად, ისე რომ არ იყო ქარ­თვე­ლი! ჩემო ძვირ­ფა­სო, შენ ბრწყინ­ვა­ლე ხარ! ვინც ბო­ლომ­დე არ მო­უს­მენს, დიდ სუ­ლი­ერ სი­ლა­მა­ზეს და­კარ­გავს! მიყ­ვარ­ხარ, ვა­მა­ყობ შე­ნით, მად­ლო­ბა რომ მღე­რი ჩემს მშობ­ლი­ურ ენა­ზე.“

თუმ­ცა ეს ას­ტე­მი­რის­თვის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა არ ყო­ფი­ლა. რო­გორც მო­ვი­ძი­ეთ, 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ეთერ ბე­რი­აშ­ვი­ლის სოლო კონ­ცერ­ტზე დუ­ეტ­ში "ან­გე­ლო­ზად მოხ­ვალ“ იმ­ღე­რა.

ვინ არის ას­ტე­მირ აპა­ნა­სო­ვი

ას­ტე­მი­რი 1989 წლის 21 სექ­ტემ­ბერს ნალ­ჩიკ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და და-ძმას­თან, ალ­ბი­ნას­თან და ალიმ­თან ერ­თად, ხე­ლო­ვა­ნე­ბის ოჯახ­ში. ის ეროვ­ნე­ბით ჩერ­ქე­ზია და ბავ­შვო­ბა­ში დიდ დროს ატა­რებ­და დე­დის ნა­თე­სა­ვებ­თან ადი­ღე­ის დე­და­ქა­ლაქ მა­ი­კოპ­ში.

აპა­ნა­სო­ვე­ბის მშობ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მღე­როდ­ნენ ან­სამ­ბლ "ყა­ბარ­დინ­კა­ში“, ში­ნაც ხში­რად აწყობ­დნენ მუ­სი­კა­ლურ სა­ღა­მო­ებს, რო­მელ­შიც შვი­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ამ დროს ას­ტე­მი­რი თურ­მე ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა მღე­რო­და.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ნალ­ჩი­კის ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ბა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, მაგ­რამ ამის­თვის ჩა­სა­რი­ცხად ქრთა­მი მოს­თხო­ვეს. რის შემ­დე­გაც მა­მას­თან ერ­თად, მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა