„გავსკდი ტირილით! გემუდარებით, მაპოვნინეთ ჩემი ძმა! რაც გავარკვიე, ხობში გააშვილეს...“ - ნანუკა გულუა
გაშვილებული ტყუპების – ანო და თაკო სართანიების შესახებ გასულ გადაცემას სოციალურ ქსელში მსახიობი ნანუკა გულუა ეხმიანება და წერს, რომ ეძებს ძმას, რომელიც ასევე გააშვილეს.
„გავსკდი ტირილით! გემუდარებით ყველას, მეც მაპოვნინეთ ჩემი ძმა! ჩემი ძმის დედას, რომელის პირად ცხოვრებას ვუფრთხილდები და არ ვეკარები, ვემუდარები, გადაეცით მითხრას ყველაფერი, რაც მას მაპოვნინებს, გთხოვთ! თამუნა მუსერიძე – ბოლოს რაც გავარკვიე, ხობში გააშვილეს და 50-55 წლის კაცია!“ – წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში.