თეგებით ძიება

მაღალსართულიანი მშენებლობის შედეგად თბილისს განიავება აღარ აქვს - ნინო ჩხობაძე

„დედაქალაქში მაღალსართულიანი მშენებლობის შედეგად ქალაქს განიავება აღარ აქვს. შესაბამისად, PM-ის მომატების შეგრძნების დონე და ტრანსსასაზღვრო დაბინძურება უფრო ნათელი ხდება“, – ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ექსპერტმა გარემოსდაცვით საკითხებში ნინო ჩხობაძემ პრესკონფერენციაზე, კლიმატურ ცვლილებებზე საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, „ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება მრავალ შემთხვევაში ადამიანებში ალერგიულ რეაქციებს და სასუნთქი სისტემების დაზიანებას იწვევს.

„ორი ნაკადი გვაქვს ისეთი, რომელიც შესაძლებელია ტრანსსასაზღვრო დაბინძურების ნაწილად მივიჩნიოთ: ერთი მოდის აფრიკიდან, მეორე კი ცენტრალური აზიიდან. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ფიქსირდება, ახლა ნაკლებად არის ბურუსი, მაგრამ შარშან და შარშანწინ რამდენჯერმე 3-4 დღის განმავლობაში ბურუსი მთლიანად ქალაქში იყო.

ამ შემთხვევაში, რასაც ვიზუალურად ვხედავთ, მაგრამ ეს პრობლემები წარმოშობილია, იმ ნაკადების გამო, რაც ბოლო პერიოდში ხდება გლობალური კლიმატური ცვლილების ფონზე იმიტომ, რომ თვითონ ატმოსფეროში, ტროპოსფეროში და ზოგადად სტრატოსფეროში ისეთი მოვლენებია დედამიწის გარშემო, განსაკუთრებით მთელ ატმოსფეროში, რომ ზუსტი პროგნოზირება ვერ კეთდება, რა და როგორ უნდა ხდებოდეს. ძალიან სწრაფად იცვლება სურათი ქარის მოძრაობის, მთლიანად დედამიწაზე შეცვლილია ქარის მოძრაობა.

ჩვენ დედაქალაქში მაღალსართულიანი მშენებლობის შედეგად ქალაქს განიავება აღარ აქვს. შესაბამისად, ეს იწვევს, რომ შეგრძნების დონე PM-ის მომატების და ტრანსსასაზღვრო დაბინძურება უფრო ნათელი ხდება. ეს იწვევს ბევრ შემთხვევაში ადამიანებში ალერგიულ რეაქციებს, სასუნთქი სისტემების დაზიანებას, განსაკუთრებით, უფრო რთულად გადააქვს ეს ასთმური მოვლენების მატარებლებს. ამ შემთხვევაში ორი ფაქტორია, ერთი, რომ PM არის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შედეგად შემოსული, მეორე არის PM შეიძლება გაიზარდოს ტრანსპორტიდან დაბინძურების, ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთს ედება, რაც რა თქმა უნდა, იწვევს არასასიამოვნო განცდებს, ადამიანებს ზოგადად სუნთქვა ეკვრებათ და ვერ სუნთქავენ, როგორც არის საჭირო. იმ ფონზე, რომ არასწორი განაშენიანების შედეგად ქალაქში განიავება შემცირებულია, ქალაქში ძალიან ბევრ ადამიანს უკვე ცხოვრება უჭირს“, – აღნიშნა ჩხობაძემ.

ნინო ჩხობაძე მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს და აღნიშნავს, რომ თბილსიში გამწვანების კოეფიციენტი უფრო მაღალი უნდა იყოს:

„არსებობს სხვადასხვა ტიპის რეკომენდაცია – ამ დროს ცდილობენ, რომ გაერიდონ მსგავს ადგილებს, მეორე რეკომენდაცია არის სველი საფენები ზოგჯერ შველის და პირბადეები, რომელიც აგრეთვე შველის ამ სიტუაციაში. პირველ რიგში, რეკომენდაცია რა არის, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მტვერი პატარებს ავარიდოთ, სეირნობა შესაძლებელია ძალიან ადრე, დილით ან ძალიან გვიან, როცა ასე ვთქვათ, ეს ნაწილაკები უფრო დალექილია. პირდაპირ ვერავინ ვერ იტყვის, ეს ასე გავაკეთოთ თუ ისე. კიდევ ერთი, გამწვანების კოეფიციენტი თბილისში უფრო მაღალი უნდა იყოს“, – თქვა ნინო ჩხობაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა