რა შემოსავალი აქვს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს?
მიმდინარე წლის 8 თებერვალს საქართველოს ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე გახდა. ირაკლი კობახიძე 1978 წლის 25 სექტემბერს თბილისში დაიბადა. 2000 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერერსიტეტი სამართლის სპეციალობით, ხოლო მოგვიანებით გერმანიაში მიიღო მაგისტრის ხარისხი. მუშაობდა არასამთავრობო სექტორსა და აკადემიურ თანამდებობებზე. 2016 წელს ქართული ოცნების სიით პარლამენტის წევრი გახდა და მას წლების განმავლობაშიც ხელმძღვანელობდა. მის კარიერას პოლიტიკურ ლაქად ამჩნევია ე.წ. გავრილოვის ღამე და რუსული კანონი.
დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2022 წლის იანვარშია შევსებული პრემიერს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ის ფლობს 158 კვ.მ. ფართობის ბინას წყნეთში, რომელიც 2016 წლის სექტემბერში აჩუქეს. ასევე მსუბუქ ავტომობილ Mercedes-Benz SClass 2014 რომელიც 20,000 დოლარად იყიდა 2020 წელს. კობახიძეს აქვს ანაბარი თი-ბი-სი ბანკში 6000 დოლარის ოდენობით. 2021 წელს მან გარდა პარლამენტარის ხელფასისა (63,580.3 ლ.) პროფესორის პოზიციაზე თსუ-დან 13,989.6 ლარი მიიღო. ხოლო მეუღლემ ნატალია მოწონელიძემ, როგორც თავმჯდომარის მოადგილემ სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოში 2021 წელს 48,851.7 ლ. მიიღო.