თეგებით ძიება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

"საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სახელოვანი სპორტსმენის და დამსახურებული მწვრთნელის, საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონის და პრიზიორის, ტყვიის მსროლელთა თაობების აღმზრდელის, ლეგენდარული ტყვიის მსროლელის, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტის ნინო სალუქვაძის მამის და მწვრთნელის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის ვახტანგ სალუქვაძის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს ნინო სალუქვაძეს, მის ოჯახს, ახლობლებს და სპორტულ საზოგადოებას.

ვახტანგ სალუქვაძის პანაშვიდი გაიმართება 5 და 6 მარტს 17:00 საათიდან.მისამართი : თბილისი, თამარაშვილის ქ.N1, მე-3 სადარბაზო, მე-2 სართული, ბინა 34.გამოსვენება – 7 მარტს 14:00 საათზე ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძრიდან (საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა, ახალი სპორტის სასახლის მოპირდაპირე მხარე)”, - წერია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა