თეგებით ძიება

ივანიშვილი მდიდრდება, ხალხი ღარიბდება - ნიკა ობოლაძე

ივანიშვილი მდიდრდება, ხალხი ღარიბდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სიღარიბის განმაპირობებელი სქემების სისტემაცაა, რადგან ადამიანები საბანკო სესხებში უზარმაზარ პროცენტს იხდიან.

„საქართველოში მოქმედებს სქემების ეკონომიკა, რომელიც აღარიბებს ხალხს და ამდიდრებს ელიტას. ივანიშვილის პარტიას სურს ისაუბროს ყველაფერზე, მაგრამ არა გაზრდილ ფასებზე, მასობრივ ემიგრაციასა და უპერსპექტივობაზე.

დღეს გავიგეთ, რომ ივანიშვილის ქონება მხოლოდ ბოლო 2 თვეში, 900 მილიონი ლარით გაიზარდა. ივანიშვილი საქართველოში იმდენ ფულს შოულობს, რომ თავად მისივე პროკურატურის მტკიცებით, საქართველოში არსებული სქემებიდან 400 მილიონ ლარზე მეტი, ოლიგარქს საკუთარმა ფინანსისტმა - ბაჩიაშვილმა მოჰპარა. ივანიშვილი, საქართველოში აწყობილი სქემებით მილიარდობით დოლარს აკეთებს.

სიღარიბის განმაპირობებელი და სქემების ნაწილია საბანკო სისტემა, რომლის წმინდა მოგებაც არაადეკვატურად მაღალია, რადგან ადამიანები საბანკო სესხებში უზარმაზარ პროცენტს იხდიან.

მხოლოდ 2023 წელს ბანკებმა 2 მილიარდ 500 მილიონ ლარი მოიგეს რაც 20 ჯერ მეტია 2012 წელთან შედარებით. საქართველოში „ოცნების“ მმართველობის დროს არც პენსია, არც ხელფასი არც რაიმე სხვა შემოსავალი 20 - ჯერ არ გაზრდილა - მაგრამ 20 - ჯერ გაიზარდა ბანკების მოგება. ეს ასახავს სქემების ეკონომიკის არსებობას, რომლის შედეგადაც ელიტა მდიდრდება და ხალხი ღარიბდება“, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ბოლო 5 წელიწადში, სურსათზე ფასები საშუალოდ წლიურად 10%-ზე მეტით იზრდებოდა და ჯამში 60%-ით გაიზარდა.

ქართველი ხალხის უმრავლესობას საკვების, მედიკამენტების ყიდვის და კომუნალურების გადახდის პრობლემა აქვს. ბოლო 5 წელიწადში სურსათზე ფასები საშუალოდ წლიურად 10 % -ზე მეტით იზრდებოდა და ჯამში 60 %-თ არის გაზრდილი.

საქართველოს კარგი ხელისუფლების პირობებში შეუძლია იყოს წარმატებული, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საიდანაც მისი მოქალაქეები ემიგრაციაში არ გარბიან. 2024 წელი აუცილებლად იქნება ცვლილებების წელი“, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა