თეგებით ძიება

ისლანდიის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი საოკუპაციო ხაზთან ჩავა, რისთვისაც მას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა.

"დასაფასებელია, რომ პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, მოინახულოს საოკუპაციო ხაზი და ადგილზე გაეცნოს რუსული ოკუპაციის მძიმე სახეს და შედეგებს" - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ისლანდიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

ისლანდიის პრეზიდენტი საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრები დაგეგმილია პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, გაიმართება საქართველო-ისლანდია ბიზნესშეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა