იტალიაში, ქალაქ სალერნოში, ქართველმა ქართველი მოკლა
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.
შაბათს, 2 მარტს, საღამოს საათებში, იტალიის ქალაქ სალერნოს ვია ვინჩიპროვაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
პოლიციამ მალევე დაადგინა, რომ გარდაცვლილი 49 წლის ქართველი პავლე შუბითიძე იყო. თვითმხილველთა ჩვენებით, ჩხუბის დროს იგი ძირს დაეცა და მას, უსუსურ მდგომარეობაში მყოფს და გონდაკარგულს, წიხლი ორჯერ ამოარტყეს.
ჩხუბის შემსწრეებმა სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ ექიმების ძალისხმევის მიუხედავად 49 წლის ქართველის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მოწმეთა ჩვენებების შედეგად დადგინდა, რომ ჩხუბის მეორე მონაწილე ასევე ქართველი, ოლეგ ჭუჭულაშვილი იყო. იგი დააკავეს და მან არ უარყო მონაწილეობა ჩხუბში, რომლის მიზეზიც, სავარაუდოდ, პირადი კონფლიქტი იყო.
წყარო: აიპრესი