თეგებით ძიება

4 კანონში ცვლილებებს პარლამენტში კენჭს დღეს უყრიან

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში ცვლილებებს კენჭს დღეს უყრიან.

ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს გუშინ წარუდგინა. სხდომას ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არ დაესწრო და განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.

მმართველ პარტიაში კანონპროექტებში შესატან ცვლილებებს აფასებენ და აცხადებენ, რომ ისინი მიზნად ისახავს აღნიშნული სამსახურების საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხების გაუმჯობესებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა