თეგებით ძიება

გალში მოკლული თემურ კარბაიას დედა გარდაიცვალა

ოკუპირებულ გალში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თემურ კარბაიას დედა გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია 2023 წლის 10 დეკემბერს გავრცელდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კარბაია დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, შემდეგ კი მისი შეურაცხყოფა და ცემა დაიწყეს. ნაცემი კაცი ჯერ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

თემურ კარბაია გალში 2023 წლის 16 დეკემბერს დაკრძალეს. ცხედარს ექსპერტიზა 2023 წლის 15 დეკემბერს ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ის ცემის შედეგად დაიღუპა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა