თეგებით ძიება

თბილისში ორ მოზარდს ეძებენ

თბი­ლის­ში ორ ბიჭს ეძე­ბენ. 13 წლის ცოტ­ნე და ნი­კო­ლო­ზი, გუ­შინ დი­ლით სკო­ლა­ში ერ­თად წა­ვიდ­ნენ და მას შემ­დეგ ოჯა­ხის წევ­რებს აღარ უნა­ხავთ. რო­გორც და­კარ­გუ­ლი ბი­ჭე­ბის ოჯა­ხის წევ­რი მა­რი­ამ გა­თე­ნაშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან ამ­ბობს, მო­ზარ­დე­ბის ძებ­ნა­ში პო­ლი­ცია ჩარ­თუ­ლია. ბო­ლოს ორი­ვე გა­ლე­რე­ა­ში უც­ნობ გო­გო­ნებ­თან ერ­თად ნა­ხეს, მას შემ­დეგ ბი­ჭე­ბის კვა­ლი გამ­ქრა­ლია.

- ეს ბავ­შვე­ბი ჩემი ძმა და ჩემი პა­ტა­რა მაზ­ლი არი­ან, ორი­ვე 13 წლის არის და მე­გობ­რო­ბენ. ვა­ზი­სუ­ბან­ში ვცხოვ­რობთ და გუ­შინ დი­ლით ერ­თად წა­ვიდ­ნენ სკო­ლა­ში. არ­ცერ­თს თან არ ჰქო­ნია ტე­ლე­ფო­ნე­ბი, გა­ტე­ხი­ლე­ბი აქვთ. სკო­ლის შემ­დეგ ქა­ლაქ­ში გა­სუ­ლან, ესეც მათი მე­გობ­რის "სთო­რი­ში" ვნა­ხე.

ამის შემ­დეგ კვა­ლი ქრე­ბა, ამ ბავ­შვმაც არ იცის, სად წა­ვიდ­ნენ. ჩემი მე­გო­ბა­რი "გა­ლე­რი­ში" მუ­შა­ობს და იმას უნა­ხავს ღამე, ცხრა სა­ათ­ზე ორ გო­გო­ნას­თან ერ­თად, ოღონდ უც­ნობ გო­გო­ნებ­თან.

მათი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბია ცოტ­ნე გა­თე­ნაშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ ფა­რუ­ლა­ვა. პო­ლი­ცია მა­შინ­ვე ჩა­ვა­ყე­ნეთ საქ­მის კურ­სში, ეძე­ბენ. სხვა ნორ­მა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი არ გვაქვს, ან სა­ხეს მა­ლა­ვენ, ან რა ვიცი. ორი­ვეს­თან ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და არა­ფე­რი არ მომ­ხდა­რა ისე­თი, რომ სახ­ლი­დან წა­სუ­ლიყ­ვნენ. მაზ­ლი ჩემ­თან ცხოვ­რობს და ჩემი ძმა მე­ზობ­ლად და ხში­რად რჩე­ბა ჩვენ­თან.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დებ, რომ თუ სად­მე შე­ნიშ­ნეს, აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ ამ ნო­მერ­ზე: 599 33 63 89


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა