ნიკოლოზ ხარატის გულთბილი და ემოციური მილოცვა იუბილარ დედას
მომღერალი ნიკოლოზ ხარატი დედას დაბადების დღეს ულოცავს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ნიკოლოზი წერს, რომ დედა მისი წარმატების და ბედნიერების მიზეზია.
ნიკოლოზ ხარატი მადლობას უხდის დედას ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს და კიდევ ერთხელ უდასტურებს უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას.
„ელისო, ჩემი გულის ვარდის აყვავებული ყლორტი ხარ“, „რამდენი ხანიც ვიცოცხლებ, მინდა იმდენი ხანი იყო.. რომ ჩემს სუნთქვას და წამებს აზრი ჰქონდეს..“ – ნიკოლოზ ხარატი და ვაჩე ღვინიაშვილი დედებს დედის დღეს ულოცავენ
„დღეს ელისოს დაბადების დღეა. დედაჩემის ჩემი ბედნიერების, ჩემი წარმატების მიზნის. ეს ის ადამიანია, რომელსაც შემიძლია მთელი ცხოვრება და სიცოცხლე ვანდო. ვაჩეს სიტყვებს გამოვიყენებ ყველას დედა განსაკუთრებულია, მაგრამ ჩემი დედა ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულია.
არ ვიცი დედაა ისე მიყვარხარ და არც ეგ ვიცი შენი მადლიდან როგორ ამოვიდე, როგორ გავაკეთო იმდენი, რამდენსაც შენ აკეთებ.. მართლა არ ვიცი მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ ძალიან, ძალიან, ძალიან.
მთლიან საქართველოს ვუსურვებ რომ შენნაირი დედებით ეარსებოს ამ ქვეყანას. რაღა მეთქმის, წერილობით შენდამი სიყვარულს ვერ დავწერ, მაგრამ შენ ხომ იცი როგორ მიყვარხარ ელისოსსს გაუმარჯოსსს“, – წერს ნიკოლოზ ხარატი.