8 მარტს „ნაპოლის“ თამაშზე, ქალებისთვის ბილეთები განახევრებული ტარიფით გაიყიდება
„8 მარტს „ნაპოლის“ თამაშზე, ქალებისთვის ბილეთები განახევრებული ტარიფით გაიყიდება“ - რას წერს მაკა ხაჩოშვილი
იტალიაში მცხოვრები მედიატორი და აკრედიტებულ თარჯიმანი მაკა ხაჩოშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ 8 მარტს „ნაპოლი“ - „ტორინოს“ თამაშზე დასასწრები ბილეთები, გულშემატკივარი ქალბატონისთვის განახევრებულ ფასში იქნება.
„8 მარტს, „ნაპოლი“ - „ტორინოს“ თამაშთან დაკავშირებით, რომელიც 21 საათზე დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე გაიმართება, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კლუბმა გადაწყვიტა გამოყოს თამაშზე დასასწრები ბილეთის სპეციალური - განახევრებული ტარიფი, „ნაპოლის“ ყველა გულშემატკივარი ქალბატონისთვის“, - წერს მაკა ხაჩოშვილი.