თეგებით ძიება

იტალიაში 49 წლის ქართველი მოკლეს

იტა­ლი­ის ქა­ლაქ სა­ლერ­ნო­ში, ქუ­ჩა­ში მომ­ხდა­რი ქარ­თვე­ლე­ბის ჩხუ­ბი მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და. 49 წლის მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­დაც­ვა­ლა. იტა­ლი­ის პო­ლი­ცი­ამ მოკ­ლუ­ლის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე და­ა­კა­ვა.

რო­გორც იტა­ლი­უ­რი მე­დია წერს, მკვლე­ლო­ბა და­კა­ვე­ბულ­სა და მსხვერ­პლს შო­რის პი­რა­დი უთან­ხმო­ე­ბის შე­დე­გად წარ­მო­შო­ბი­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი კა­მა­თის შემ­დეგ მოხ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­კი­თხა ჩხუ­ბის რამ­დე­ნი­მე თვითმხილ­ვე­ლი, რო­მელ­თა თქმით, კა­მა­თი ქუ­ჩა­ში და­ი­წყო და მსხვერ­პლს თა­ნა­მე­მა­მუ­ლემ ორი სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ჩამ­დე­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა პო­ლი­ცი­ის მიერ ღა­მით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და, რის მე­რეც ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს. რო­გორც იტა­ლი­უ­რი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, მან და­კი­თხვი­სას ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა