თეგებით ძიება

„როცა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა მო­სუ­ლა, ბიჭი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. წარმოუდგენელი და შოკისმომგვრელი ამბავია“ - სამტრედიაში მომხდარი ნარკოდანაშაულის მძიმე დეტალები

1- ლ მარტს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბით სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 22 წლის ახალ­გარზდა კაცი და­ი­ღუ­პა. მას­თან ერ­თად მყოფს კი ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა. ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად ორმა პირ­მა, ქალ­მა და მა­მა­კაც­მა შემ­დგომ­ში გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კებ­ში და­ფა­სო­ე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა მე­ტა­დო­ნი, სამ­ტრე­დი­ის მუ­ნიც­ვი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მი­ი­ტა­ნეს და მდი­ნა­რის პი­რას ლო­კა­ცი­ებ­ზე გა­ნა­თავ­სეს, შემ­დეგ კი ნარ­კო­ტი­კი თა­ვა­დაც მო­იხ­მა­რეს.

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა 22 წლის არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძეა, მას­თან ერ­თად მყო­ფი 19 წლის ანა გუ­და­ვა ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლი თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბარ­დუ­ბან­ში გარ­დაც­ვლი­ლის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ნარ­კო­ტი­კი თა­ვა­დაც მო­იხ­მა­რეს. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზე­დო­ზი­რე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. რო­გორც გა­ირ­კვა, და­კა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნა აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის აწ უკვე ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, თა­მარ გუ­და­ვას ქა­ლიშ­ვი­ლია. მან თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე 5 მარტს გა­ნა­ცხა­და, მას მერე, რაც მომ­ხდა­რი გახ­მა­ურ­და. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი უკვე 2 მარტს იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

მომხდართან დაკავშირებით, AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის მე­ზო­ბელი ესა­უბ­რა:

"გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძეა, ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი. აჩი­კო პე­რი­ო­დუ­ლად სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მუ­შა­ობ­და, ჯერ ქუ­თა­ის­ში, ბოლო დროს კი ბა­თუმ­ში იყო. ეტყო­ბა, ცუდ წრე­ში ჩა­ვარ­და, იმ გო­გო­ნას­თან ერ­თად ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს. რომ გი­თხრათ, რა­მე­ში შემ­ჩნე­უ­ლი იყო, მო­გა­ტყუ­ებთ, მაგ­რამ სოფ­ლი­დან რომ წა­ვი­დო­და, მერე რას აკე­თებ­და, ვინ რა იცის. აჩი­კოს მამა 6 წე­ლია, რაც გარ­და­იც­ვა­ლა, დედა მშრო­მე­ლი ქა­ლია, სათ­ბუ­რებ­ში და­დი­ო­და სა­მუ­შა­ოდ. აჩი­კოს­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, სუფ­რებ­ზეც ხში­რად ვხვდე­ბო­დით, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ასეთ საქ­მე­ში თუ იყო ჩაბ­მუ­ლი. კი, არის ვერ­სია, რომ ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ჭო­რებ­ზე რა ვთქვა. ჩვენ როცა მი­ვე­დით, აჩი­კოს ცხე­და­რი უკვე ექ­სპერ­ტი­ზა­ზე იყო გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი, ვიდ­რე პა­სუ­ხი არ მოვა, ძნე­ლია რა­მის თქმა... ორ­შა­ბათ ღამე მო­ას­ვე­ნეს, 4 სა­ა­თის მერე...

აჩი­კოს ოჯა­ხის წევ­რე­ბი შინ არ იყ­ვნენ, დედა სა­მუ­შა­ოდ იყო წა­სუ­ლი. მას ორი და ჰყავს, მათ­გან ერთი სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­ო­რე კი ბა­თუმ­შია გა­თხო­ვი­ლი. სხვა­თა შო­რის, აჩი­კო გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინა დღეს ჩა­მო­სუ­ლა ბა­თუ­მი­დან. მე­ზობ­ლებ­მა და­რე­კეს და როცა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა მო­სუ­ლა, ბიჭი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. მო­ვი­და პო­ლი­ცი­აც და სას­წრა­ფომ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­იყ­ვა­ნა. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში დას­კვნა ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვია, ამას ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დით“, - თქვა მან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა