"14 წლის ნანატრი შვილის ჩახუტებაც ვერ მოასწარი" - ვინ არის ქალი, რომელიც ბათუმში მშობიარობის შემდეგ, გართულებების შედეგად გარდაიცვალა
39 წლის ქალი, რომელიც ბათუმში მშობიარობის შემდეგ, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი მწვავე პნევმონიაა.
ახლობლების თქმით, ის 12 თებერვალს გადაიყვანეს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა. 39 წლის ქალმა მანამდე ბათუმში, კლინიკა “მედინაში” იმშობიარა და 14 წლის ნანატრი შვილი გააჩინა.
მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ოჯახმა მისი უცხოეთში წაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
“ჩვენო თოჯინაზე და ფერიაზე ლამაზო ქეთი... რა საშინელება დაგვატყდა თავს...თვეზე მეტია ებრძოდი არასწორი მკურნალობის შედეგებს, ისე, რომ შენი 14 წლის ნანატრი ახალშობილი მარიტას ნახვა და ჩახუტებაც ვერ მოასწარი...მშვიდად განისვენე საოცარო, თავგანწირულო დედავ, სამუდამოდ გვემახსოვრები”,- წერენ ახლობლები.