თეგებით ძიება
06. 03. 2024 მსოფლიო

ტერაქტის საშიშროების გამო საფრანგეთმა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის მაყურებელთა რიცხვი გაანახევრა

„ისლამისტების“ მხრიდან ტერაქტის საშიშროების გამო საფრანგეთმა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის მაყურებელთა რიცხვი გაანახევრა. ამის შესახებ Politico წერს.

საფანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის განცხადებით, გახსნის ცერემონია მდინარე სენაზე უნდა გაიმართოს, სადაც თითოეული ქვეყნის მედროშე ნავით ჩაივლის. ამ პროცესს 300 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ოქტომბერში ამ საკითხზე საუბრისას დარმანინმა განაცხადა, რომ გახსნის ცერემონიას შესაძლოა 600 000 ადამიანი დაესწროს.

შსს-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით Politico წერს, რომ მაყურებელთა რიცხვის განახევრება ემანუელ მაკრონმა მოითხოვა, ვინაიდან ისტორიაში პირველად ოლიმპიადის გახსნის ცერემონია არა სტადიონზე, არამედ ღია სივრცეში გაიმართება. წყაროს განცხადებით, დაზვერვას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია რომელიმე დაჯგუფების მხრიდან ტერაქტის მოწყობის გეგმების შესახებ, მაგრამ „მთავარ საფრთხეს ისლამისტური ტერორიზმი წარმოადგენს“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა