ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის საკითხზე რადიკალური ოპოზიცია ამ დრომდე დუმს
ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის საკითხზე რადიკალური ოპოზიცია ამ დრომდე დუმს. პოზიციას არ აფიქსირებენ ოპოზიციის მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე მხოლოდ პირდაპირ ეთერში მიწვევის შემთხვევაში ისაუბრებს.
„არავის უნახავს ეს კანონი და სისულელეა, დღეს ხალხს აღელვებს ფასები და უმუშევრობა“, - აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
„წინასაარჩევნოდ თითიდან გამოწოვილი თემებით მანიპულირება არის ძალიან იაფფასიანი ქმედება. ვისურვებდი, რომ მმართველი პარტია დაკავებულიყო დღეს უმთავრესი ფუნდამენტური პრობლემით - ეს არის არჩევნების სამართლიანად ჩატარება“, - ამბობს უფრაქციო დეპუტატი არმაზ ახვლედიანი.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი ადამიანის ძირითად უფლლებებს აწესრიგებს.