როგორ გავიგოთ, ხომ არ არის ვინმე შესული ჩვენს "ფეისბუქზე"?
5 მარტს, საღამოს, Facebook, Instagram და Threads დაახლოებით 1 საათით შეფერხებით მუშაობდა მთელს მსოფლიოში. ანგარიშებიდან მომხმარებელთა ავტორიზაცია ავტომატურად გაუქმდა. პაროლის შეყვანის შემთხვევაში შეუძლებელი იყო ხელახლა ავტორიზაცია და ანგარიშზე შესვლაც.
ავტორიზაცია მომხმარებლებს მასობრივად გაუუქმდათ. მწყობრიდან გამოსული და შემდეგ აღდგენილი სერვერების გავლით ანგარიშებში შესვლას უამრავი ადამიანი ცდილობს. ეს სერვერებს ტვირთავს, რაც, შესაძლოა, სხვების ანგარიშების ჩვენებაში ვლინდებოდეს და მათში შესვლის საშუალებას გვაძლევდეს.
როგორ გავიგოთ ხომ არ არის ვინმე შესული ჩვენს "ფეისბუქზე"? ამისათვის ჯერ Settings & Privacy ველში უნდა შეხვიდეთ და Settings აირჩიოთ. Meta-ს ანგარიშების ცენტრიდან (Accounts Centre) შემდეგ Password & security ველში უნდა შეხვიდეთ. შემდეგ უკვე შეგეძლებათ, Where you're logged in ველიდან იხილოთ, რა მოწყობილობებია შესული თქვენს Facebook ანგარიშზე.
თუკი უცხო მობილურს/კომპიუტერს აღმოაჩენთ, Select devices to log out ველიდან შესაბამისი მოწყობილობა აირჩიეთ და Log out ღილაკით სისტემიდან გამოდით. ამის შემდეგ უმჯობესია, პაროლი განაახლოთ და შეამოწმოთ, უცხო აქტივობა ხომ არ განხორციელებულა თქვენი სახელით — რთული სათქმელია, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება ამჯერად, თუმცა ეს უსაფრთხოების საბაზისო ინსტრუქციაა, რომელსაც მსგავს სიტუაციებში უნდა მიმართოთ.