თეგებით ძიება

„გუშინ საღამოს ფიქრებში, თურმე, ბევრს ესტუმრა ნიკო.. Feedc-ი ავსქროლე და ძალიან დიდი ცრემლებით დავასველე თითოეული სტატუსი“ – რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა?

5 მარტს, მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე სოციალური ქსელის დროებით გათიშვას, მოგვიანებით ასევე სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ფეისბუკში სტატუსს აქვეყნებს ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი და წერს, რომ იმ დროში, როდესაც ფეისბუკი გათიშული იყო, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი ნიკო კვარაცხელია სიახლეს მოიფიქრებდა, „რამე საოცრებას დაგეგმავდა, კამპანიას მოასწრებდა და სიგიჟეს ჩაიდენდა“.

ნათია მიქიაშვილის აღნიშნულ სტატუსს ასევე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმიანება ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძეც:

„ნათი, მე სასწრაფოდ Feedc Georgia ფიდსი ავსქროლე და ძალიან დიდი ცრემლებით დავასველე თითოეული სტატუსი, მადლობა თქვენს საოცარ გუნდს, რომელმაც დაუჯერა ნიკოს და დღეს არსებობს ეს სივრცე, რომელიც აუცილებლად გახდება ისეთი, როგორც ნიკოს წარმოედგინა, მთელი გულით უნდოდა ქვეყანა მსოფლიო ტექნოლოგიურ ხეზე დაეტანა, დაბადებიდან ერთი სურვილიც არ დარჩენია შეუსრულებელი და ვფიქრობ, რომ ამ სურვილსაც აისრულებს.

გუშინ საღამოს ფიქრებში თურმე ბევრს ესტუმრა ნიკო“, – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა