თეგებით ძიება

ადეიშვილი ან კეზერაშვილი ასე ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან დაკავებულები, „ოცნების“ ბრალია, დაიჭირონ და ჩამოიყვანონ - ალეკო ელისაშვილი

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში სტუმრობას, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ეხმიანება.

როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, „ადეიშვილი ან კეზერაშვილი ასე ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან დაკავებულები, „ქართული ოცნების“ ბრალია“.

„12 წელია რას აკეთებენ? არ იცოდნენ, კეზერაშვილი და ადეიშვილი სად იყვნენ? მათი დაპატიმრება და ექსტრადირება კატეგორიულად რატომ არ მოითხოვეს, კეზერაშვილი რომ დააკავეს, მთავარმა პროკურატურამ მტკიცებულებები რატომ არ წარადგინა მისი ექსტრადირება რომ მომხდარიყო?

ეს იყო პოლიტიკური გარიგება და კეზერაშვილსაც თავი დაანებეს და ადეიშვილსაც. ახლა ეს ყველაფერი პროპაგანდისთვის სჭირდებათ, არიქა, ადეიშვილი იქ არისო. თუ სახელმწიფო ხარ, პროკურატურა გაქვს, დაიჭირონ და ჩამოიყვანონ მწამებელი და ადამიანებს სულს რომ ხდიდა, ასეთი ადამიანი“, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისათვის, იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალა დღეს გავრცელდა.

ადეიშვილი ესწრებოდა ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას, რომელზეც უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა