თეგებით ძიება

ტრაილერებისთვის ტვირთის გადაზიდვის ნებართვის დოკუმენტი შავ ბაზარზე იყიდება

მძღოლების პროტესტი ნატახტარში - ტრაილერის  ათობით მძღოლი სახმელეთო ტრანსპორტის ხელმძღვანელს, ლევან გამყრელიძეს და მის გარემოცვას კორუფციაში ადანაშაულებს.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, სააგენტოს 17 იანვრის შემდეგ მძღოლებისთვის ტვირთვის გადაზიდვის ნებართვის დოკუმენტი გაურკვეველი მიზეზით არ გაუცია, პარალელურად კი დოკუმენტი, რომელსაც მძღოლების  დიდი ნაწილი რამდენიმე თვეა ელოდება, შავ ბაზარზე 400-450 დოლარად იყიდება. 

"მთავარი არხი" დაუკავშირდა იმ პირს, რომელიც ტვირთის გადაზიდვის ნებართვას ყიდის. ექსპერიმენტმა დაადასტურა ის, რასაც მძღოლები ამბობენ - "450 ჯდება და 200 ლარს სახმელეთოში იხდი" - ამბობს სატელეფონო საუბარში აღნიშნული პირი.

მძღოლები სახალხო დამცველთან შეხვედრას აპირებენ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა