თეგებით ძიება

ვის აქვს საქართველოში 7 192 ლარიანი ხელფასი ?

2023 წლის მონაცემებით, IT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 14 164 კაცი, ხოლო ხელფასი 7 192 ლარი იყო. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

შედარებისთვის, კვლევის თანახმად, 2022 წელს დარგში დასაქმებული იყო 6 118 ადამიანი, ხოლო ანაზღაურება - 6 118 ლარს შეადგენდა.

„შრომითი დანახარჯები სექტორის შემოსავლების 60%-ს შეადგენს. შესაბამისად, IT ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ძირითადად დასაქმებულებზე ნაწილდება, რაც ხელს უწყობს მოხმარების ზრდას.

IT სექტორში მაღალი ხელფასები საშუალო კლასის ფორმირების წინაპირობაა. დასაქმების და ხელფასების ზრდა განსაკუთრებით დაჩქარდა 2022 წლიდან, როცა საქართველოში კომპანიების რელოკაცია მოხდა. კომპანიების რელოკაციის შემდეგ საშუალო ხელფასი IT სექტორში გაორმაგდა,“- ნათქვამია კვლევაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა