ჩემი მანდატის ბოლომდე მივალ - სალომე ზურაბიშვილი
თუ ვიქნები პოლიტიკისთვის საჭირო, ვიქნები და თუ არა, ყოველი შემთხვევისთვის, ერთი რამ ნათელია, რომ მე ჩემი მანდატის ბოლომდე მივალ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მის პოლიტიკაში ჩართულობასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან მედიასთან შეხვედრაზე აღნიშნა, ახლა ევროპული ძალების კონსოლიდაციისთვის პრეზიდენტის როლი ყველაზე მნიშვნელოვანია.
„თუ ვიქნები პოლიტიკისთვის საჭირო, ვიქნები და თუ არა, ყოველი შემთხვევისთვის, ერთი რამ ნათელია, რომ მე ჩემი მანდატის ბოლომდე მივალ. ვთვლი, რომ ახლა პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროევროპული ძალების კონსოლიდაცია მოხდეს და მე ამას ხელს შევუწყობ, რა ფორმითაც შევძლებ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.