100 წლის პენსიონერმა 25-ე დაბადების დღე აღნიშნა
აშშ-ს 100 წლის მკვიდრმა, რომელიც 29 თებერვალსაა დაბადებული, 25-ე დაბადების დღე იზეიმა. ამის შესახებ გამოცემა USA Today წერს. (ლინკი)
მიუხედავად იმისა, რომ მერი ლია ფორსაიტს 100 დაბადების დღე ჰქონდა, რეალურად მხოლოდ 25 აღნიშნა, რადგან ნაკიან წელიწადს – 29 თებერვალსაა დაბადებული. ქალის ნათესავები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ მას თავი დაჩაგრულად არ ეგრძნო და მის დღეს 27 თებერვალს, 28 თებერვალს ან 1-ელ მარტს ზეიმობდნენ.
პენსიონერი აცხადებს, რომ ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. მომავალი მეუღლე ჯერ კიდევ სკოლაში გაიცნო და მალევე მიხვდა, რომ მასთან სურდა ცხოვრების დაკავშირება. შედეგად მათ ერთად 68 წელი გაატარეს და 2 შვილიც ეყოლათ.
პენსიაზე გასვლამდე ლია მდივნად მუშაობდა და საკმაოდ წარმატებულიც იყო.
როგორც იუბილარი იხსენებს, რელიგიურ ოჯახში გაიზარდა. ბიბლიის კითხვა და ტაძარში სიარული ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. თავისი ცხოვრების განსაკუთრებულ მომენტებს სწორედ რწმენას უკავშირებს და განვლილი ცხოვრების არც ერთი დეტალს არ ნანობს.
წყარო: ფორტუნა