დედამ 11 წლის შვილი ჯერ მოწამლა, შემდეგ კი მისი ცხედარი ზეწარში გადაახვია და გადამალა - სად მოხდა შემთხვევა?
ბრაზილიაში დედამ 11 წლის შვილი ჯერ მოწამლა შემდეგ კი მისი ცხედარი ზეწარში გადაახვია და გადამალა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
ბავშვის დედამ, ალექსანდრამ პოლიციას შვილის გაუჩინარების შესახებ შეატყობინა. ქალის თქმით, როდესაც დილით გაიღვიძა, რაფაელი საწოლში აღარ დახვდა.
ალექსანდრა ამტკიცებდა, რომ ბიჭი ოთახში დატოვა.
გამომძიებლებმა თავიდან ალექსანდრას მონაყოლი დაიჯერეს. შემდეგ კი პოლიციამ ბავშვის სისხლს ოჯახის ძველ სახლში (რიო გრანდე, ბრაზილია) მიაგნო, სადაც რაფაელი დედასთან და 16 წლის ძმასთან ერთად ცხოვრობდა.
სახლში პოლიციამ ზეწარში გადახვეული ბავშვის ცხედარი იპოვა.
დედამ დანაშაული აღიარა. ალექსანდრას თქმით მან ბავშვს ძლიერი მედიკამენტი დაალევინა, რადგან მას ემოციური პრობლემები ჰქონდა.