თეგებით ძიება

თელავის სკოლაში მშობელმა შვილის თანასკოლელს სცემა

თელავის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა შვილის თანასკოლელს სცემა. მომხდარს წინ უსწრებდა კონფლიქტი მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შორის, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანის დედამ საქმეში ჩარევა გადაწყვიტა, სკოლაში მივიდა და მეორე ბავშვს ფიზიკურად გაუსწორდა.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად მე-5  და მე-7 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ფეხბურთის გამო დაუპირისპირდნენ, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.  მომხდარის დეტალები კი, მე-5 კლასის მოსწავლემ დედას აცნობა. ამის შემდეგ ქალი სკოლაში მივიდა და მე-7 კლასელს ფიზიკურად გაუსწორდა. ბავშვზე ძალადობა ვერც მანდატურის სამსახურმა და ვერც დირექციამ აღკვეთა. 

ორივე მხარე უკვე გამოიკითხა, თუმცა მომხდარზე დირექცია დუმს.  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა