სადახლოზე არადეკლარირებული მცენარეები ამოიღეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე 10 095 ცალი სხვადასხვა ჯიშის მცენარე აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11 460.5 ლარი შეადგინა.
"ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 10 095 ცალი, სხვადასხვა ჯიშის მცენარე აღმოაჩინეს" - წერია განცხადებაში
უწყების ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, 11 460.5 ლარით (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 %-ის ოდენობა) დაჯარიმდა.