მამამ 14 წლის ქალიშვილი სახლიდან შეყვარებულთან ერთად გაპარვის გამო მოკლა - ნახეთ სად მოხდა შემთხვევა
ირანში მამამ 14 წლის ქალიშვილი სახლიდან შეყვარებულთან ერთად გაპარვის გამო მოკლა. დანაშაული „ოჯახის ღირსების დაცვის“ მოტივითაა ჩადენილი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 14 წლის რომინა აშრაფი 35 წლის შეყვარებულთან ერთად ქალაქ გილანიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც გოგონას მამამ მათ დაქორწინებაზე უარი განაცხადა.
წყვილი პოლიციამ დააკავა და გოგონა სახლში დააბრუნეს. მოზარდმა პოლიციას უთხრა, რომ სახლში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. თუმცა, მათ გადაწყვეტილება არ შეცვალეს.
მამამ ქალიშვილი საძინებელში მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული მამა უკვე დააკავეს.
ირანში მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც არასრულწლოვანი მშობლების მიმართ სასჯელის შემსუბუქებას ითვალისწინებს, თუ დანაშაული „ოჯახის ღირსების დაცვის“ მოტივითაა ჩადენილი.