ავარია ქუთაისის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი
ქუთაისის შემოვლით გზაზე, სოფელ ქვედა სიმონეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ცნობით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.