თეგებით ძიება

2025 წლის 1-ლი იანვრიდან თანამდებობის პირების ხელფასები გაიზრდება

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ინიციატივას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მიღებული ცვლილებები ძალაში 2025 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. კანონპროექტით, მაღალჩინოსნებისთვის მინიჭებული ხელფასის შესაბამისი კოეფიციენტი საჯარო სამსახურში დაწესებულ საბაზისო ანაზღაურებაზე გამრავლდება და მისი ხელფასიც ამის შესაბამისად განისაზღვრება. 2024 წლის საქართველოს ბიუჯეტით, საჯარო სამსახურში დასაქმებულის საბაზისო ხელფასი 1 330 ლარია.

მინიჭებული კოეფიციენტების შესაბამისად, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი 13 300 ლარი იქნება - მინისტრების, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების კი 11 305 ლარი.

მინისტრის პირველი მოადგილის ხელფასი 9 975 ლარი იქნება, მინისტრის მოადგილის კი 9 642.

რაც შეეხება პარლამენტის წევრებს. კანონპროექტის მიხედვით, მათ ხელფასს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი განსაზღვრავს. თუმცა, მათი ანაზღაურების ზედა ზღვრის კოეფიციენტი ამ კანონით გათვალისწინებულ უმაღლესს კოეფიციენტს არ უნდა აღემატებოდეს.

"საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში ცვლილებების ავტორები ქართული ოცნების დეპუტატები: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე, გია ცაგარეიშვილი და დავით მათიკაშვილი არიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა