2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ადამ სენდლერი გახდა
ჟურნალმა Forbes-მა 2023 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის სია გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე ადამ სენდლერი გავიდა, რომელმაც 73 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 2023 წელს მისი მონაწილეობით Netflix-ზე გამოვიდა ფილმები „იდუმალი მკვლელობა“ და „შენ არ ხარ დაპატიჟებული ჩემს ბათ-მიცვაზე“, ასევე ანიმაციური ფილმი „ლეო“.
მეორე ადგილზეა მსახიობი მარგო რობი, რომელმაც „ბარბიში“ მთავარი როლი შეასრულა. მან 2023 წელს 59 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მესამე ადგილზე მოხვდა ტომ კრუზი.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ათეულში ასევე მოხვდნენ რაიან გოსლინგი (43 მილიონი დოლარი), მეტ დეიმონი (43 მილიონი დოლარი), ჯენიფერ ენისტონი (42 მილიონი დოლარი), ლეონარდო დიკაპრიო (41 მილიონი დოლარი), ჯეისონ სტეტჰემი (41 მილიონი დოლარი), ბენ აფლეკი (38 მილიონი დოლარი) და დენზელ ვაშინგტონი (24 მილიონი დოლარი).