თეგებით ძიება
07. 03. 2024 მსოფლიო

მშვიდობის ეპოქა დასრულდა, ჩვენ ახალ, ომამდელ ეპოქაში ვცხოვრობთ - დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ევროპაში პოლიტიკურ მოკავშირეებს მოუწოდა, გაიაზრონ ახალი რეალობა, რომელშიც კვლავ შესაძლებელია ფართომასშტაბური ომი, და იფიქრონ და იმოქმედონ ამ ახალი რეალობის შესაბამისად.

"მშვიდობის ეპოქა დასრულდა, ომის შემდგომი ეპოქა დასრულდა. ჩვენ ვცხოვრობთ ახალ, ომამდელ ეპოქაში", - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, ირწმუნონ თავიანთი ძალების და არ შეეშინდეთ პასუხისმგებლობის აღება და გადამწყვეტად მოქმედება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპას აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

"ევროპის პოტენციალი - ეკონომიკური, ფინანსური, დემოგრაფიული და მორალური განზომილებებით - უფრო მეტია, ვიდრე მათი, ვინც თავს გვესხმება", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა