თეგებით ძიება

ვიყავი პოლიციაში გამოკითხვაზე და ვუთხარი ჩემი პოზიცია, მაგრამ ჩივილს არ ვაპირებ არავის წინააღმდეგ - იაგო ხვიჩია

ახალი ამბები

ჩივილს არ ვაპირებ არავის წინააღმდეგ - ეს იყო პროპაგანდით გაბრუებული სულელის თვითშემოქმედება - იაგო ხვიჩია

რეზონანსი

07.03.2024 

 

მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური დავალება ყოფილიყო, თვითშემოქმედება იყო ერთ-ერთი პროპაგანდით გაბრუებული სულელის , - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში" მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხად.ა

იაგო ხვიჩიას თქმით, პირი, რომელმაც მას ხელი დაარტყა, „გირჩის" ორგანიზაციის „ბიბლიური თავისუფლების" საქმიანობას აპროტესტებდა.

„რომ გითხრათ, რომ ის სულელი, ვინც მოსული იყო, პოლიტიკურ დავალებას ასრულებდა, არა, ჩემი აზრით, ის უბრალოდ გაბრიყვებული სულელია პროპაგანდის შედეგად და რეალურად საკუთარი თავი დააყენა რისკის ქვეშ. მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური დავალება ყოფილიყო, თვითშემოქმედება იყო ერთ-ერთი პროპაგანდით გაბრუებული სულელის. ამბობდა, რომ ჩვენ ვიყავით სექტანტები, რომელმაც მისი ძმა შეაცდინა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, პოლიციაში გამოკითხვაზე იყო, თუმცა სასამართლოსთან არ ითანამშრომლებს.

„ვიყავი პოლიციაში გამოკითხვაზე და ვუთხარი ჩემი პოზიცია, რაც მოხდა ის მოვუყევი, მაგრამ ჩივილს არ ვაპირებ არავის წინააღმდეგ. ზოგადად მურუსიძის სასამართლოს რომ არ ვენდობი როდიდანაა ქურდული სამყაროდ ნდობა, მე არ მესმის. მე მეგონა, რომ სხვა ჩემი კოლეგებიც არ ენდობოდნენ მურუსიძის სასამართლოს. როცა შენ შეგეხება, მარტო მაშინ ენდობი და სხვა შემთხვევაში რომ არ ენდობი, ეს არასწორია.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ რომ ჩავრთულიყავით ამ პროცესში, საჩივრები დაგვეწერა, ის მრავალწლიან სასჯელს მიიღებდა. ამ შემთხვევაში სისტემა ჩვენკენ იქნებოდა, მაგრამ მე არ მინდა სისტემის მხარეს ყოფნა მაშინ, როდესაც ამ სისტემის კრიტიკოსი ვარ. ყველამ იცის, რომ მურუსიძის სასამართლოს მიმართ მე არ ვარ მაღალი წარმოდგენის.

სხვა სასამართლო რომ ყოფილიყო, რასაკვირველია ვითანამშრომლებდი. როცა სასამართლოს ენდობი, როგორ შეიძლება არ ითანამშრომლო", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა