თერჯოლაში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული პირი გარდაიცვალა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი პირი დაიღუპა. ინფორმაციას "მეგა TV" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ავარია დღეს, 7 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.