თეგებით ძიება
07. 03. 2024 მსოფლიო

ქაღალდის მოხმარების შესამცირებლად, ბელგიის ფოსტა ელექტროშეტყობინებებზე გადადის

ბელგიის საფოსტო სერვისი, Bpost ქაღალდის შეტყობინებებზე მთლიანად ამბობს უარს და მათ ელექტრონული ფოსტით შეცვლის. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

აღნიშნული ინიციატივა კომპანიას ქაღალდის მოხმარების 97%-ით შემცირებაში დაეხმარება.

ამჟამად, ამანათების ან სხვა გზავნილის შესახებ პირს ქაღალდის შეტყობინებები ეგზავნება, თუ ის მიწოდების დროს სახლში არ იმყოფება. სექტემბრიდან ეს შეტყობინებები ელექტრონული ფოსტით დაიგზავნება და საფოსტო სამსახურის მობილურ აპლიკაციაში აისახება.

ქაღალდის შეტყობინება გაიგზავნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Bpost-ი მიმღები პირის ელ-ფოსტის მოქმედ მისამართს არ ფლობს.

ახალი ზომა უკვე იმ ამანათების 10%-ზე დატესტეს, რომელთა მიწოდებაც ფოსტალიონებმა ვერ შეძლეს. ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა.

ევროპაში ტყეების გაჩეხვის თავიდან ასაცილებლად ქაღალდის არასაჭირო მოხმარებას აქტიურად ამცირებენ. მაგალითად, საფრანგეთის მაღაზიებმა გასული წლის 1აპრილიდან შენაძენზე ქაღალდის ქვითრების გაცემა შეწყვიტეს. გადახდის დროს ჩეკები ავტომატურად აღარ გაიცემა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მყიდველს შეუძლია, ის მოითხოვოს. ამასთან, 2022 წელს საფრანგეთის მეტროპოლიტენი მგზავრობის თანამედროვე სისტემაზე გადავიდა და პარიზის მეტროში ქაღალდის ერთჯერად ბილეთები გააუქმა, რაც ქვეყანაში 120 წელზე მეტხანს მოქმედებდა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა