თეგებით ძიება
08. 03. 2024 მსოფლიო

პუტინს ქედს არ მოვუხრი - ჯო ბაიდენი

ხუთშაბათს ღამით ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმში სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, მხარი დაუჭიროს რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარებას.

მან თქვა, რომ თუ შეერთებული შტატები უკან დაიხევს, ეს უკრაინას რისკის წინაშე დააყენებს, ასევე, მისი თქმით, საფრთხის წინაშეა ევროპა და თავისუფალი სამყარო.

ბაიდენმა გააჟღერა მესიჯი რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის:

"ჩვენ ქედს არ მოვიხრით! მე არ მოვიხრი! პირდაპირი გაგებით, ისტორია გვიყურებს", - თქვა მან.ბაიდენმა თქვა, რომ კრემლი არ შეჩერდება მხოლოდ უკრაინაზე თავდასხმით. სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა გააკრიტიკა ტრამპი რუსეთთან დაკავშირებით მისი ბოლო განცხადებების გამო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა