ქალი ეკლესიის ოთახში გამოკეტეს და იძალადეს - ფაქტზე დაკავებულია 3 მამაკაცი
სამ მამაკაცს ბრალად ედება ქალის სავარაუდო გატაცებასა და თავდასხმაში, რომელიც პოლიციის თქმით, მოხდა ეკლესიაში თებერვლის ბოლოს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, სენტ-ლუისის ეკლესიის მახლობლად „თოკებით შეკრული და სისხლიანი„ ქალი აღმოაჩინეს. მან უთხრა პოლიციას, რომ მამაკაცებმა ის ეკლესიის ოთახში დააკავეს. ქალს მხოლოდ წყალს ასმევდნენ.
როდესაც ქალი აღმოაჩინეს, გვერდით წყლის ბოთლი და ვედრო ედო, სავარაუდოდ, „განავლისა და შარდისთვის“. ქალმა ასევე განაცხადა, რომ ის მამაკაცებმა სცემეს.
როგორც ცნობილია, სამი კაციდან ორი ძმები არიან. აქედან ერთი ამერიკის, ხოლო მეორე კანადის მოქალაქეა.
ძმების ადვოკატი ამბობს, რომ მსხვერპლს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამის გამო მისმა ოჯახმა სენტ-ლუისის ეკლესიაში გადაიყვანა „ლოცვის განსაკურნებლად“.
ადვოკატი ამბობს, რომ ქალს თავს დაესხნენ, მაგრამ არა ეჭვმიტანილები, რომლებსაც ბრალი წაუყენეს. ამ ამბის გახმაურების შემდეგ ხალხი ეკლესიისგანაც პასუხს ითხოვს.