თეგებით ძიება

რამდენია ქალისა და კაცის საშუალო სიმაღლე საქართველოსა და მსოფლიოში?

 საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე 176.5 სმ.-ა, ხოლო ქალისა 164.5 სმ. ასეთივეა მათემატიკური მოდაც, რაც დასავლეთ ევროპის მაჩვენებელთან შედარებით ოდნავ დაბალია და შეიძლება კლასიფიცირდეს საშუალო სიმაღლედ. 

 საქართველო რეგიონში უსწრებს მეზობლლებს: სომხეთს-172.5 სმ./160.5 სმ. და აზერბაიჯანს-173.5 სმ./161.5 სმ. თითქმის იდენტურია თურქეთის მაჩვენებელთან და ჩამორჩება რუსეთს.

 ზოგადად მსოფლიოში ყველაზე მაღლები ნიდერლანდელები არიან 184 სმ. სიმაღლით. სიაში პირველი ადგილები ძირითადად ჩრდილო-დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს უჭირავთ. კაცის საშუალო სიმაღლით სია ასე გამოიყურება:

ნიდერლანდები-184.5 სმ.

მონტენეგრო-183.5 სმ.

ბოსნია და ჰერცეგოვინა-182.5 სმ.

ისლანდია-182 სმ.

დანია-182 სმ.

ჩეხეთი-181.5 სმ.

ლატვია-181 სმ.

სლოვაკეთი-181 სმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა