თეგებით ძიება
09. 03. 2024 მსოფლიო

აშშ-ში შესაძლოა TikTok -ი აიკრძალოს

 აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს განაცხადა, რომ ხელს მოაწერს კანონს, რომლითაც TikTok აიკრძალება, რომელიც ჩინურ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის.

 "თუ კონგრესში ხმას მისცემენ, მე ხელს მოვაწერ,"-უთხრა ჟურნალისტებს ბაიდენმა, რომელიც ახლახანს შეუერთდა ამ აპლიკაციას. კანონპროექტი, რომელიც ცნობილია როგორც "ამერიკელთა დაცვა უცხოელი მოწინააღმდეგეების კონტროლირებადი აპლიკაციებისგან," ByteDance-ს სთხოვს TikTok ექვსი თვის განმავლობაში გაყიდოს ან აშშ-ის App Store-ებში, Play Store-ებში და ვებ-ჰოსტინგის სერვისებში აიკრძალოს, თუ ის არ გაწყვეტს კავშირებს ჩინეთთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა