თეგებით ძიება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს. ამის შესახებ თბილისის მერიაში  „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს.

„თავდაპირველად, მეტროსადგურ “ვარკეთილის” სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებდა შპს “მამისონი”, რომელთანაც ხელშეკრულება გაუქმდა პირობების შეუსრულებლობის გამო. 2022 წლის 21 დეკემბერს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების კანონის მე-10 პრიმა მუხლის, მე-3 პუნქტის, “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვას, გამარტივებული შესყიდვით გააფორმა ხელშეკრულება შპს „ბადა კონსთრაქშენთან“, რომელიც იყო ერთადერთი დაინტერესებული კომპანია. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 18 თვე, ხოლო ბიუჯეტი არის 13,8 მლნ ლარია. ხელშეკრულების პირობების თანახმად დაიგეგმა შესაბამისი სარემონტო და სადემონტაჟო სამუშაოები, რომელიც სრულდებოდა გეგმა-გრაფიკის მიხედვით. მს „ვარკეთილში" არსებული ჭერის დემონტაჟის შემდეგ, ჩატარდა რკინა-ბეტონის თაღის დეტალური სკანირება და კვლევა. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, განხორციელდა ჭერის შეცვლილი გეომეტრიისა და დამაგრების კვანძების პროექტის განახლება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ჭერის მასალებისა და სამაგრი დეტალების საინჟინრო დამუშავება, რის შემდეგაც, მოხდება მათი შეკვეთა/მოწოდება და განახლდება ჭერის მოპირკეთების სამუშაოები. ამის პარალელურად, სარემონტო სამუშოები მიმდინარეობს ბაქანის ქვედა ნაწილში. ვინაიდან საჭირო გახდა დამატებითი კვლევების ჩატარება და პროექტის განახლება, მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულების ვადამ შესაძლოა გადაიწიოს გარკვეული ვადით“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძის ინფორმაციით, „ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის კახი კალაძემ კომპანია ტენდერის გარეშე შეარჩია და ხელშეკრულება პირდაპირ მოლაპარაკების გზით გაუფორმა“. როგორც ურუშაძე აცხადებს, „ეს ყველაფერი არის გაფლანგული მილიონები“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა